„ორ სამყაროს შორის“ – გალერეა „ნობლესი“ ცნობილი ქართველი მხატვრის გამოფენას დაეთმობა.
რუსუდან ფეტვიაშვილი დამთვალიერებელს 2022 წელს შექმნილ ნახატებს გააცნობს. ექსპოზიცია ავტორის მოქანდაკე ძმის ნამუშევრებსაც აერთიანებს.
დამთვალიერებელი ნამუშევრების უმეტესობას გამოფენის ფარგლებში პირველად იხილავს. ექსპოზიცია 17 დეკემებერს გაიხსნება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.