83 წლის ასაკში გარდაიცვალა მათემატიკოსი, პედაგოგი და პოლიტიკოსი რუსუდან ბერიძე. მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი 1965 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრაზე მუშაობდა. 1992-1995 წლებში საქართველოს მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი, არჩეული იყო პარლამენტის სპიკერის მოადგილედ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1995 წლის საქართველოს კონსტიტუციის მომზადების და მიღების პროცესში. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა შეწყალების საკითხთა კომისიას, იყო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით და ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით.