რუსთავში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

„ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი“ – რუსთავში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა.

მასში ადგილობრივი ხელისუფლების, აკადემიური წრეების, ტურისტული კომპანიებისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაზე რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ღირსშესანიშნაობებზე და იმ არქეოლოგიურ აღმოჩენებზე ისაუბრეს, რომლებიც საერთაშორისო ტურისტული რუკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.