რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე სამსართულიანი საცხოვრებელი შენობის ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა. სავარაუდოდ, მსხვერპლი არ არის. დაშავებული ორი ადამიანი კორპუსის მესამე სართულზე ცხოვრობდა. შენობა ავარიულია. მის გასამაგრებლად ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.