„რუსთავქალაქობა 2024“

რუსთავში „რუსთავქალაქობას“ აღნიშნავენ – ღონისძიებები სამ სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება. ცენტრალურ პარკში ბავშვთა გასართობი და სპორტული აქტივობები დაიგეგმა. სამრეწველო და კულინარიულ ფესტივალს მასპინძლობს რუსთავის იპოდრომი. დღევანდელ დღეს კი გალაკონცერტი დაასრულებს. გაიმართება საპატიო რუსთაველების დაჯილდოების ცერემონიაც.

რუსუდან ლოლაძე მოგვიყვება ახლა უფრო მეტს დღევანდელი ღონისძიებების შესახებ.