რუსთავი 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებები გუშინ დაიწყო და მთელი კვირის განმავლობაშია დაგეგმილი.
რუსთავქალაქობის ფარგლებში, ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა საკონცერტო სეზონი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში გახსნა.
რუსთავქალაქობა 2018-ის ფარგლებში ნიკოლოზ რაჭველისა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ჩატარდა. შესრულდა ზაქარია ფალიაშვილის, ბიძინა კვერნაძის, ალექსი მაჭავარიანის, გია ყანჩელისა და ნიკოლოზ რაჭველის ნაწარმოებები.
კონცერტის დასასრულს ყანჩელმა მსმენელს სიტყვით მიმართა და ისურვა დედაქალაქის შემდეგ კონცერტები რუსთავში გაიმართოს. რუსთავის მერმა გია ყანჩელი საპატიო რუსთაველის მოქალაქის ტიტულით დააჯილდოვა.