რუსთავში, რეაბილიტირებულ ცენტრალურ ხიდთან ახალი სკულპტურა განთავსდა. ქანდაკება, სახელწოდებით – „ცეკვა ქართან ერთად“, ბულგარელი სკულპტორის – ზდრავკო ზდრავკოვის ნამუშევარია. ის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი 14 ქანდაკებიდან ერთ-ერთია. სკულპტურა, ორი სილუეტის სინთეზია. ის ძველი და ახალი რუსთავის ერთიანობას განასახიერებს. რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, მიმდინარე წლის ივნისში გაიმართა.