რუსთავის მერია საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის ქმედებებს სასამართლოში ასაჩივრებს. ნინო ლაცაბიძის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციას, რუსთავში 100 მილიონ ლარამდე ღირებულების მსხვილი საინვესტიციო პაკეტები აქვს გაჩერებული და მათი კოალიცია საკრებულოს მუშაობას რეგლამენტის უხეში დარღვევით აფერხებს, არ განიხილავს და დაუსაბუთებლად უკან აბრუნებს რუსთავის მერიიდან გაგზავნილ საკითხებსა და პროექტებს.