„რუსთავის ფოლადის“ თანამშრომლების პროტესტი

„რუსთავის ფოლადის“ ადმინისტრაციულ შენობაში საამქროს თანამშრომლებისა და დირექციის მოლაპარაკება დასრულდა.

გაფიცული მუშების განცხადებით, მათ ხელფასის მატებაზე უარი მიიღეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ ანალოგიური მოთხოვნებით დირექციას სამი თვის წინ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მათივე ინფორმაციით, აქციები და გაფიცვა გაგრძელდება მანამ, სანამ არ გაეზრდებათ ხელფასები და არ გაუმჯობესდება სამუშაო პირობები.

როგორც ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილემ განაცხადა, პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით ერთი დღის ვადაში გასცემს აქციის მონაწილეებს პასუხს.