რუსთავი ფესტივალ „ქართულს“ მასპინძლობს. რუსთავის მერიის ორგანიზებით, ქალაქის პარკში ფესტივალი 21-დან 27 აპრილის ჩათვლით გაიმართება. წლევანდელ კონკურსში ქვემო ქართლში მოქმედი 24 ანსამბლის 1300 მოცეკვავე იღებს მონაწილეობას. ფესტივალის საკონკურსო ნაწილი 25 აპრილს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდება.
როგორია პირველი საფესტივალო დღე და რას ნახავს ადგილზე მისული სტუმარი – რუსუდან ლოლაძის ჩართვა პირდაპირ ეთერში.