ნიკა გვარამიასა და ნინო ნიჟარაძის დავას, ოპოზიცია აბსურდულს უწოდებს.
საუბარია „რუსთავი 2“-ის 9 %-იანი წილის მფლობელზე, რომელიც მოქმედი დირექტორისგან თანხას ითხოვს. გვარამიას თქმით კი, ეს 26 მილიონ ლარს შეადგენს.
ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა. „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ამით მედიის გაჩუმებას ცდილობს. რაც შეეხება მმართვლ გუნდს, მათი განმარტებით, ტელეკომპანიაზე არანაირი თავდასხმა არ მიმდინარეობს და მსგავსი განცხადებები არასერიოზულია.