რუსთაველის გამზირზე ზვიად კუპრავა და აქციის სამი მონაწილე დააკავეს - რას ედავება გამოძიება დაკავებულებს
აქციის ოთხი მონაწილე დააკავეს სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე. მათგან ერთ-ერთი ზვიად კუპრავაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის თავისუფლება იქნეს უზრუნველყოფილი. ამავე დროს სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დაცული იქნეს კანონი, არ შეილახოს მოქალაქეების უფლებები და საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგს. წერია უწყების განცხადებაში.