რუსთაველის გამზირზე შეკრებილების ნაწილმა ღამე კარვებში გაათენა - რა ხდება ამ წუთისთვის პარლამენტთან
რუსთაველის გამზირზე შეკრებილების ნაწილმა წუხანდელი ღამე კარვებში გაათენა. ტერიტორია არ დაუტოვებია ზაზა სარალიძეს. პარლამენტის წინ შეკრებილები გუშინ გვიან ღამით დაიშალნენ. დემონსტრაციაზე სიტყვით, ძირითადად, რიგითი მოქალაქეები გამოდიოდნენ.
მოთხოვნები კვლავ უცვლელია. ზაზა სარალიძე ითხოვს, დაისაჯოს მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი, ასევე, ის ადამიანები, ვინც მათ ხელს აფარებენ. გარდა ამისა, დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილები პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომასაც ითხოვენ.
ადგილზე უსაფრთხოებას სამართალდამცველები უზრუნველყოფენ. აქციის განახლება დღეს საღამოს 18:00 საათისთვის იგეგმება. რა ხდება ამ წუთისთვის პარლამენტთან, მარიამ მენაბდეა პირდაპირ ეთერში.