რუსთაველის გამზირზე მოზარდის დაჭრის ფაქტზე გამოძიება გრძელდება - როგორია დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა
რუსთაველის გამზირზე მოზარდის დაჭრის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დაიკითხნენ თვითმხილველები. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. მომხდარზე განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმაც.
გიორგი კობერიძე გვერთვება დეტალებით – როგორია დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა სახის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ამ დროისთვის?