რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე 26 მაისის ღონისძიებისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს

26 მაისის ღონისძიებისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. ამ წუთებში მონტაჟდება სახელმწიფო უწყებებისა და კერძო კომპანიების პავილიონები, ასევე სცენები.

26 მაისის ღონისძიებაში აქტიურად იქნება ჩართული საზოგადოებრივი მაუწყებელიც.

გვანცა გავაშელი მოგვაწვდის დეტალურ ინფორმაციას.