რუსთაველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა და რუსთავის მერიის და საკრებულოს წევრებმა.
რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად, რუსთაველი ჯარისკაცები – კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი, სერჟანტი კახაბერ თავგორაშვილი, კაპრალი ლევან იოსებიძე, კაპრალი გიორგი ჯავახიშვილი და უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე დაიღუპნენ. ოთხი მათგანი გარდაცვალების შემდეგ ვახტან გორგასლის სახელობის ორდენითაა დაჯილდოებული.