ომის მეორე ფრონტის გახსნისკენ მოწოდებები არ წყდება.
მორიგი გზავნილის ავტორი ამერიკაში მცხოვრები რუსი პოლიტიკური ანალიტიკოსია. რამდენიმე უკრაინელი მაღალჩინოსნის შემდეგ საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყების იდეას ამჯერად უკვე
ანდრეი პიანტკოვსკი ახმოვანებს. უკრაინული არხისთვის მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი ვრცლად საუბრობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზნის მიღწევის გზა კი რუსი ანალიტიკოსისთვის საქართველოს ყოფილი პრემიერის და მმართველი პარტიის დამფუძნებლის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და მოქმედი ხელისუფლების დამხობაზე გადის. ეს ნარატივი ზუსტად იმეორებს უკრაინელი მაღალჩინოსნის, არესტოვიჩის გზავნილს, რომელმაც ცოტა ხნის წინ თქვა, რომ საქართველოს მთავრობას ომის წარმოება არ შეუძლია. პიანტკოვსკი კიევიდან მტკიცებულებების გარეშე გაჟღერებულ ბრალდებებსაც იზიარებს და ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ჰაბად არის ქცეული.