პუტინის ერთ-ერთი უმთავრესი ოპონენტი, ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში მოხვდა. რუსი ოპოზიციონერი შეუძლოდ თვითმფრინავში გახდა, რის გამოც, სამგზავრო ლაინერი საგანგებოდ დაეშვა. პოლიტიკოსი ამჟამად კომაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მისი თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ნავალნი მოწამლულია. დღეს ოპოზიციონერის მოსანახულებლად არ უშვებდნენ პირად მკურნალ ექიმს და მეუღლეს. ომსკის კლინიკასთან და შენობაშიც მობილიზებული იყო პოლიცია. ახლობლები და პირადი ექიმი, რუსი ოპოზიციონერის ევროპაში გადაყვანას, მისი თანაგუნდელები კი მომხდარზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ. რუსეთში მომხდარს თვალყურს ადევნებს ამერიკის შეერთებული შტატები.