რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ქვეყნის მოსახლეობა ახალ ლიდერს 6 წლის ვადით ირჩევს.

არც მსოფლიოში და არც რუსეთში არავის ეპარება ეჭვი, რომ ვლადიმირ პუტინი გაიმარჯვებს.

ძირითადი კითხვა მხოლოდ ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით ისმის.

ამ დროისთვის როგორც ცესკო-ში ამბობენ, აქტოვობა 35 პროცენტს აღწევს.