მსოფლიო რუსეთის და ამერიკის დიალოგის მოლოდინში.
ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ორივე მხარე ადასტურებს, რომ მოსკოვის მიერ ნატოსა და ვაშინგტონისთვის წაყენებულ ულტიმატუმებზე მოლაპარაკებები საახალწლო დღესასწაულების შემდეგ გაიმართება. კრემლი დასავლეთისგან კვლავ უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ელოდება და დიალოგის პროცესში სამხედროების ჩართვას ითხოვს. უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში ბრიუსელი და ვაშინგტონი მოსკოვს უპრეცედენტო და მკაცრი სანქციებით ემუქრებიან. თუმცა, მოსკოვი პოზიციას და რიტორიკას არ ცვლის – რუსეთი ნატოსგან აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმის და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უკან გაწვევის მოთხოვნის გადახედვას არ აპირებს. ვლადიმერ პუტინი დასავლეთისგან მის მიერ წაყენებული პირობების დაუყოვნებლივ შესრულებას მოითხოვს.