საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უპრეცედენტო გადაწყვეტილება – რუსეთი ზამთრის ოლიმპიადის მიღმა რჩება. რუსი სპორტსმენების ნაწილს შესაძლებლობა ექნება ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღოს – თუმცა, ნეიტრალური დროშით. დათანხმდებიან თუ არა რუსი სპორტსმენები ამ სტატუსით ასპარეზობას, საბოლოო პასუხი ჯერ უცნობია. რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერის განცხადებით, საჭიროა ვითარების გაანალიზება და არა ემოციური გადაწყვეტილების მიღება.
ნიკა ბერაძე დეტალებით.