პუტინის ბოლო გზავნილების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება ახალ საფრთხეებზე ალაპარაკდა.
უფრო საშიშ და არასტაბილურ სიტუაციაზე განცხადებები მას შემდეგ გახშირდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერება გადაწყვიტა. ხელშეკრულება, რომლის მიზანი აშშ-ისა და რუსეთის ბირთვული არსენალის შეზღუდვა იყო, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კომუნიკაციის ერთ-ერთ ბოლო მნიშვნელოვან არხს წარმოადგენდა. კრემლის ლიდერის ბირთვული მუქარის და ბირთვული რისკების ზრდის ფონზე, შეთანხმების მოქმედების შეჩერება მსოფლიოში ბირთვულ იარაღზე კონტროლის შემცირებას ნიშნავს.
საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა ვაშინგტონის რეაქცია.