რუსეთმა დონეცკის და ლუგანსკის ე. წ. დამოუკიდებლობა აღიარა
ის, რაც უკრაინაში მოხდა, ზუსტად იმეორებს სცენარს, რომელიც საქართველომ 14 წლის წინ გამოიარა.
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებების ტექსტებიც კი, სადაც ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებლობაა აღიარებული, ერთი ერთში ემთხვევა იმ ბრძანებულებების შინაარსს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებასთან დაკავშირებით გამოიცა. პუტინის მიერ გვიან ღამით მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის დუმის მიერ უკვე დამტკიცებულია. 2014 წლის მოვლენების შემდეგ სეპარატისტების კონტროლის ქვეშ ლუგანსკის და დონეცკის ოლქების დაახლოებით მხოლოდ ერთი მესამედია მოქცეული. ტერიტორიების დიდ ნაწილზე კი უკრაინის ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება. ჯერ კიდევ დღის პირველ ნახევარში რუსი მაღალჩინოსნების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება მთელ ოლქებზე უნდა გავრცელებულიყო, მოგვიანებით რიტორიკა შეიცვალა. თუმცა ამ საკითხზე ჯერ ისევ აზრთა სხვადასხვაობაა.
გივი ბარამიძე გაგვაცნობს, რა შეიცვლება გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთში.