რუსეთისგან გაზის არასრულად მიწოდების გამო, უკრაინის სასწავლო დაწესებულებებში სწავლის პროცესი ორშაბათიდან დროებით შეჩერდება

უკრაინას გაზი რუსეთისგან არასრულად მიეწოდება, რის გამოც სასწავლო დაწესებულებებში სწავლის პროცესი ორშაბათიდან დროებით შეჩერდება. მიუხედავად უკრაინული მხარის მიერ მოგებული პროცესისა, „გაზპრომმა“ უარი თქვა ნაფტოგაზისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული გაზის მიწოდებაზე და წინასწარ გადახდილი თანხა უკან დაუბრუნა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა უახლოეს ერთ კვირაში გადაიჭრება.

შეგახსენებთ, რომ 5 დღის წინ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ  „გაზპრომის“ წინააღმდეგ უკრაინული კომპანია „ნაფტოგაზის“ სარჩელი კომპენსაციის შესახებ დააკმაყოფილა.