საომარი მოქმედებების პარალელურად, ყოველდღე რუსეთი მილიარდობით ზარალს განიცდის.
რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ახალი სანქციები ძალაში შედის. მსხვილი საფინანსო კომპანიების და ბანკების შემდეგ იყინება რუსეთის ცენტრალური ბანკის დასავლური აქტივები, რაც ნიშნავს, რომ სავალუტო რეზერვებს ვეღარ გამოიყენებს. საზღვარგარეთ გადაადგილება ეზღუდება რუსეთის პრეზიდენტის ახლო გარემოცვას, რომელსაც უცხოეთში აქტივები დაებლოკა. სადამსჯელო ზომების მთავარ მიზნად კრემლის ფინანსური ქსელის დემონტაჟი სახელდება. შემოსავლების შესაზღუდად სანქცია ედება რუსეთის საგარეო ვალსაც. აშშ-ის და ევროპის გადაწყვეტილებით, რუსული ბანკების ნაწილი სვიფტიდან ითიშება. ევროკავშირი კი რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს.