ამერიკის სენატს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების თაობაზე, კანონპროექტი წარედგინა. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთზე ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა უნდა გაიზარდოს.
პროექტის თანახმად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოსთხოვოს ოფიციალურ მოსკოვს, ყირიმი უკრაინის ხელისუფლების კონტროლს დაუბრუნოს, ასევე შეწყვიტოს ოკუპაცია და მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებზე მყოფი სეპარატისტებისადმი. „რუსეთის გავლენის წინააღმდეგ შექმნილი ფონდის მიზნების ჩამონათვალში კი განისაზღვრა, რომ ფონდმა უნდა „უპასუხოს ჰუმანიტარულ კრიზისსა და არასტაბილურობას, რაც რუსეთის მიერ, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში შეჭრითაა და ოკუპაციით არის გამოწვეული“- ვკითხულობთ პროექტის ტექსტში.