წინასაახალწლო დღეებში უკრაინაში განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა.
უკვე რამდენიმე დღეა განგაშის სირენების ხმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ისმის. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად კრემლის მასირებული იერიშები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. რაკეტებითა და კამიკაძე დრონებით იბომბება სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს ოკუპანტი ქვეყნის მთავარი მიზანია, უკრაინა ახალ წელს სრულ სიბნელეში შეხვდეს. ინტენსიური საომარი მოქმედებების ფონზე შემაშფოთებელ ცნობებს ავრცელებს უკრაინის სამხედრო ომბუდსმენი. ალიონა ვერბიცკაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ოკუპანტების ტყვეობაში 3400 უკრაინელი სამხედრო რჩება. 15 ათასამდე მებრძოლი კი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.