რუსეთი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტას უგზავნის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსეი ზაიცევმა განაცხადა. მისი თქმით, 26 იანვარს, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის შენობის წინ ოპოზიციის აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სექციაში ელექტროენერგიის ძირითადი და სარეზერვო წყაროები გაითიშა. „ინციდენტი შეშფოთებით მივიღეთ, “ – აღნიშნულია განცხადებაში.
ზაიცევის თქმით, დიპლომატიური ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა, მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელსაც გაეგზავნა. საკითხს საგანგებო ბრიფინგზე პარტია „ევროპულ საქართველოში“ გამოეხმაურნენ.