ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, 52 უკრაინელი დღეს სახლში დაბრუნდა, მათ შორის არიან აზოვის პოლკის მებრძოლები და მეზღვაური კუნძულ ზმეინიდან. რაც შეეხება უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებსა და ვითარებას ომის 248-ე დღეს, სევასტოპოლზე განხორციელებულ ერიშს ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, სადაც ამბობენ, რომ უკრაინამ სევასტოპოლის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა იერიში. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაზიანებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ხომალდი. ოკუპირებულ სევასტოპოლში ამბობენ, რომ ომის დაწყების შემდეგ ეს სევასტოპოლზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური იერიშია.
ოფიციალურ კიევს ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ოკუპანტებმა კი კვლავ მიიტანეს სარაკეტო იერიში ზაპაროჟიეში, ამჯერადაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.