უკრაინაში ომის დაწყებიდან 1000 დღე გავიდა. ადგილობრივი დროით, დილის 6 საათზე კიევმა მასირებული სარაკეტო თავდასხმების ფონზე გაიღვიძა. დედაქალაქის გარდა, რუსეთის სამიზნე გახდა უკრაინის სხვა ქალაქებიც. დაღუპულია შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე. არიან დაშავებულებიც. ერთ-ერთი სამიზნე ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო, შედეგად სხვადასხვა ოლქში ელექტროენერგიის მიწოდება ამ დრომდე შეფერხებულია. ზამთრის სეზონზე ასეთი ტიპის თავდასხმები უკრაინელების ყოველდღიურ ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს.
თამთა რუხაძე დეტალებით #მოამბე