მოლაპარაკებების პარალელურად უკრაინაზე იერიში გრძელდება.
მთავარი ცხელი წერტილებია ხარკოვი, ხერსონი, მარიუპოლი. ასევე ქალაქი ენერგოდარი, სადაც ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური დგას. მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა ხარკოვის და ხერსონის დასახლებული პუნქტები, მათ შორის სკოლები, ეკლესიები, მაღაზიები, ჭურვი მოხვდა გაზის მილსადენსაც. ხარკოვს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებს, ხერსონი მოწინააღმდეგემ დაიკავა. იერიშის სამიზნედ რჩება კიევი, რომელთან მიახლოებას რუსეთის შეიარაღებული ძალები სხვადასხვა მხრიდან ცდილობენ. უკრაინელი ჯარისკაცები კონტრშეტევებს ახორციელებენ. მოლაპარაკებების და შეთანხმების შემთხვევაშიც რუსეთის სამხედრო ოპერაციის მიზნები ბოლომდე იქნება მიღწეული – ასეთია მოსკოვის მუქარის შემცველი გზავნილი.
ოფიციალური კიევი ნატოსგან უფრო რადიკალურ ნაბიჯებს და უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ითხოვს.