ნატოს სამიტზე უკრაინის მიმართ ფინანსური და სამხედრო დახმარების გაგრძელების პირობა გაიცა.
საომარი მოქმედებების მთავარი ეპიცენტრი კვლავ ლუგანსკის და დონეცკის ოლქებია. სევეროდონეცკის აღების შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამიზნედ ლისიჩანსკი ამოიღეს. ოთხთვიანი ოკუპირების შემდეგ გათავისუფლებულია კუნძული ზმეინი, საიდანაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო თავდასხმების შედეგად ოკუპანტები საბოლოოდ განდევნეს და კუნძულზე კონტროლი აღიდგინეს. სამშობლოში ბრუნდება რუსეთის მიერ გათავისუფლებული 150-მდე ტყვეც, რომელთა შორის „აზოვსტალის“ მცველებიც არიან.