უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან სამი თვე გავიდა.
ოკუპანტები აქტიურ სამხედრო მოქმედებებს ახლა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში აწარმოებენ. განსაკუთრებით რთული ვითარებაა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალები ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას ცდილობენ. უწყვეტი სამხედრო თავდასხმების ფონზე ოფიციალური კიევი, დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს უკრაინისთვის საბრძოლო მასალისა და შეიარაღების მიწოდება დააჩქარონ. მიმდინარე ომი აქტიური განხილვის საგანია დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ პუტინის ქმედებები საფრთხეს არა მხოლოდ ევროპას, არამედ მთელ საერთაშორისო დღის წესრიგს უქმნის. მსოფლიო ლიდერების შეფასებით, ახლა მთავარი ამოცანა უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა და ომის ესკალაციის თავიდან აცილებაა.