რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში 

ვითარება ისევ რთულია უკრაინაში. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევზე და უკრაინის სხვა რეგიონებზე დღეს დილით მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს. იერიში კიევის დროით დაახლოებით დილის 06:00 საათზე დაიწყო. შავი ზღვიდან რუსული საკრუიზო რაკეტა „კალიბრიც“ იქნა გაშვებული. აფეთქებები დაფიქსირდა კიევის, ხარკოვის,ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ოდესის, ვინიცას და უკრაინის სხვა ქალაქებში. თავდასხმის შედეგად უკრაინის სამ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია. უკრაინის უმსხვილესი ენერგო-პროვაიდერმა კომპანია დილით თავის ტელეგრამ არხზე განაცხადა, რომ ელექტროენერგია გათიშულია კიევში, ასევე დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.