ვითარება ისევ რთულია უკრაინაში. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევზე და უკრაინის სხვა რეგიონებზე დღეს დილით მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს. იერიში კიევის დროით დაახლოებით დილის 6 საათზე დაიწყო. შავი ზღვიდან რუსული საკრუიზო რაკეტა „კალიბრიც“ იქნა გაშვებული. აფეთქებები დაფიქსირდა კიევის, ხარკოვის,ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ოდესის, ვინიცას და უკრაინის სხვა ქალაქებში.