ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ღამე უკრაინისთვის.
სარაკეტო დარტყმების გამო დილამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განგაში იყო გამოცხადებული. აფეთქებები მოხდა კიევშიც. სწორედ ქვეყნის დედაქალაქზე თავდასხმებით იმუქრება ახლა რუსეთი. თავდაცვის სამინისტრო კიევზე სარაკეტო იერიშების მასშტაბების კიდევ უფრო ზრდას აანონსებს. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში კი ლუგანსკის და დონეცკის ოლქებია, სამხედრო ინფრასტრუქტურასთან ერთად ბომბავენ დასახლებულ პუნქტებს. თავდასხმა მოხდა ხარკოვში, იზიუმის რაიონზე, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოქალაქეებით სავსე ავტობუსს გაუხსნეს ცეცხლი, არიან დაღუპულები. ომის დაწყებიდან 51-ე დღეს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო დანაკარგი აქვს. უკრაინის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებული რუსული სამხედრო ხომალდი „მასკვა“ ზღვაში ჩაიძირა, რაც მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ პირველი შემთხვევაა.
სამხედრო მხარდაჭერა გრძელდება. უკრაინა ამერიკისგან შეიარაღების მორიგ პარტიას ელოდება.