რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომი უკრაინაში გრძელდება. გვიან ღამით რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვეზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. დაშავდა 13 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, აფეთქების შედეგად გაჩნდა ხანძარიც. ნანგრევებიდან მოქალაქეების ამოსაყვანად მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ოდესის რეგიონშიც. რუსულმა მხარემ რეკრეაციულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში.