რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა უკრაინის ქალაქ ხერსონში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს თქმით, გასულ ღამეს რეგიონული ცენტრის ყველა რაიონს არაერთხელ დაესხნენ თავს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობისას ორი მაშველი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, რუსეთის არმია ქალაქ ხერსონს რამდენჯერმე დაესხა თავს. უკრაინული მედია წერს, რომ 7 აგვისტოს ღამეს, რუსეთის არმიამ დნეპროპეტროვსკის რაიონზე სარაკეტო შეტევა დაიწყო, რამაც ხანძარი გააჩინა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა „ეს 300“-ის ტიპის რაკეტებით იერიში მიიტანეს ხარკოვის რეგიონზეც. სამიზნე დასახლებული პუნქტები იყო.