უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება – ოკუპანტები სამხრეთ რეგიონებს უპილოტო საფრენი აპარატებითა და ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ თავს. სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს, ხერსონისა და მიკოლაევის რაიონებზე. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.
უკრაინული მხარის ცნობით, ოკუპანტების მიერ გაშვებული „შაჰიდის“ ტიპის 13 დრონიდან 10 გაანადგურეს. ასევე რუსმა სამხედროებმა „S-300“-ის ოთხი რაკეტა გაუშვეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტები ცდილობენ, ზაპოროჟიეს ოლქში სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმას.