უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს რეგიონში ფრონტის ხაზის ერთ-ერთი მიმართულებით წინ წაიწიეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ეს დიდი კონტრშეტევის დაწყება. პარალელურად, რუსი სამხედრო ბლოგერები ამტკიცებენ, რომ უკრაინის არმიამ გაარღვია რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი და დაწინაურდა სამ კილომეტრამდე ტერიტორიაზე. ზაპოროჟიეს რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებების შესხებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედიაც.
ღამის განმავლობაში კი ოკუპანტებმა შვიდი სარაკეტო და 25 საავიაციო დარტყმა განახორციელეს სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ, გამოყენებული იყო ფრთოსანი რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები.