რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება – ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტების დანაკარგი განსაკუთრებით დიდია. ინფორმაციას გენერალური შტაბი ავრცელებს. მათვე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ხუთი საავიაციო და ექვსი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. 65-ჯერ გამოიყენა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სუმის, ხარკოვის, ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში.

რუსეთის იერიშების შედეგად, მხოლოდ დონეცკის ოლქში ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, უკრაინულმა თავდაცვის ძალების ავიაციამ ცხრა დარტყმა მიიტანა ოკუპანტების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შეკრების ადგილებზე. განადგურებულია ერთი სამეთაურო პუნქტი და ერთი სამხედრო საწყობიც.