უკრაინაში ომი გრძელდება – დილიდან იბომბება ხერსონის ოლქი. ოკუპანტებმა რეგიონის მშვიდობიან დასახლებებს არტილერიიდან, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, ნაღმტყორცნებიდან, ტანკებიდან და ქვეითი საბრძოლო მანქანებიდან გაუხსნეს ცეცხლი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რვა მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აკრძალული ფოსფორის საბრძოლო მასალაც გამოიყენეს.