გასული ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა 13 რაიონში მოიგერიეს მოწინააღმდეგის თავდასხმები და იერიშები. გავრცელებული ცნობით, განხორციელდა ათი სარაკეტო და 26 საავიაციო დარტყმა, მათ შორის ზაპოროჟიეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ასევე, რუსულმა ძალებმა 81-ჯერ გახსნეს ცეცხლი რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებიდან, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ოჩაკოვოში. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
საოკუპაციო ძალები შეტევით ღონისძიებებს ახორციელებენ ბახმუტის, ავდეევკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე, ხოლო თავდაცვით პოზიციას ინარჩუნებენ ლიმანის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მხარეს.