რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

მოლაპარაკებების ფონზე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ავიაიერიშებს განაგრძობს.

იბომბება საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები. მთელი ღამის განმავლობაში რთული სიტუაცია იყო ჩერნიგოვში, ხარკოვსა და ნიკოლაევში, ასევე სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდა ჟიტომირში. ქალაქ ელექტროდარში მდებარე ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ამ დრომდე რუსეთის საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ რჩება. უკრაინის არაერთ ქალაქში ჰუმანიტარული კრიზისია. ბოლო მონაცემებით, ომის დაწყებიდან მე-12 დღეს ქვეყნიდან მილიონ 700 000 ადამიანია გასული. მტრის სამიზნედ რჩება კიევი. უკრაინის დედაქალაქთან ახლოს რუსეთის შეიარაღებული ძალების 64-კილომეტრიანი კოლონა კვლავ დგას. ქალაქის შემოგარენში კი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

კიევი დასავლეთისგან მეტ რეაგირებას მოითხოვს და უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვისკენ, ან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის გადაცემისკენ მოუწოდებს.