რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ხარკოვის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხარკოვის დასახლებული პუნქტები „S 300“-ის სისტემებით დაბომბეს. დაბომბვის შემდეგ, ქალაქ ხარკოვს ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემები შეექმნა. შეჩერდა მეტროპოლიტენის მუშაობა.
მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. უკრაინის არმიამ შეტევა 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია, ავიაციამ კი რუსი სამხედროების კონცენტრაციის ადგილებზე მიიტანა იერიში.
საერთო ჯამში, უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა ორი სამეთაურო პუნქტი, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის რვა ზონა, საზენიტო სარაკეტო სისტემა, სამი საბრძოლო საცავი და ორი სხვა მნიშვნელოვანი სამიზნე დაბომბეს.