უკრაინაში მიმდინარე ომი და საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება „რონდელის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე დიპლომატებმა და ექსპერტებმა განიხილეს.
მომხსენებლები საქართველოში აკრედიტებული ელჩები იყვნენ. დიპლომატების პროგნოზით, ის უმძიმესი სანქციები, რომლებიც რუსეთს დასავლეთმა დაუწესა, აუცილებლად იქნება შედეგის მომტანი და შემაკავებელი ეფექტის მქონე. განხილვის თემა იყო საქართველოს პოზიციონირება საგარეო ასპარეზზე და ქვეყნის მიერ გამოხატული მხარდაჭერა ომში მყოფი უკრაინის მიმართ. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო იყო ამერიკის ელჩის შეფასება, რომელმაც საერთაშორისო ფორმატებში ქართული დელეგაციების მკაფიო მხარდამჭერ ნაბიჯებზე გააკეთა აქცენტი. შექმნილ უმძიმეს სიტუაციაში ქართული პოლიტიკური სპექტრის მიმართ კელი დეგნანის მთავარი გზავნილი პოლარიზაციის გვერდით გადადება და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე ერთიანობაა.