რუსეთი ნატო-სგან საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევასა და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში, შეიარაღების განუთავსებლობასთან დაკავშირებით დასავლეთისგან გარანტიებს მოითხოვს. განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ ეს ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია.