თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან – სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვმა სომხეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს სთხოვა, საქართველოს სამს პლუს სამის ფორმატის სარგებელი აუხსნან. მისივე განცხადებით, ფორმატში წინაპირობების გარეშე მონაწილეობა საქართველოს ინტერესებში შედის.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ როდესაც რუსეთი ამიერკავკასიის სტაბილურობაზე საუბრობს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სტაბილურობის მთავარი საფრთხე სწორედ კრემლის პოლიტიკაა. სამს პლუს სამის ფორმატში მონაწილეობაზე კი ოფიციალურმა თბილისმა საკუთარი უარი უკვე დააფიქსირა.