„ბირთვული ომის საფრთხე სერიოზული და რეალურია“ – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სერგეი ლავროვის თქმით, „რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ არ დაუშვას მესამე მსოფლიო ომი“. თუმცა, დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არსებითად ნიშნავს, რომ ნატო ჩართულია ამ ომში. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ უკრაინული მხარე მოლაპარაკებების წარმოების იმიტაციას ქმნის და უკრაინულმა მხარემ მარტის ბოლოს სტამბოლში გამოცხადებული საკუთარი პოზიციისგან უკან დაიხია.