რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთს ეწვია. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა პუტინს გრანდიოზული დახვედრის ცერემონია მოუწყო. პუტინი ჩინეთში ორი დღის განმავლობაში იქნება, სადაც სი ძინ პინთან ერთად განიხილავს ორი ქვეყნის პარტნიორობას, სტრატეგიულ თანამშრომლობას და აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს. მედიის ინფორმაციით, ასევე ლიდერები ხელს მოაწერენ რამდენიმე ერთობლივ დოკუმენტს. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს.